22:05 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „სევილიას“ მოუგო და ცხრილში „ბარსელონას“ გადაუსწრო

ამ სეზონში მადრიდის „ატლეტიკომ“ ბევრი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ცხრილის დათვალიერებისას ძნელი იყო იმის დადგენა, თუ რა ამბიციები აქვს საბოლოოდ დიეგო სიმეონეს გუნდს. პრიმერაში უკვე საშობაო შესვენებაა, მაგრამ მადრიდელებს გადმოტანილი მატჩი ჰქონდათ სათამაშო.

მე-4 ტურში „ატლეტიკო“ „სევილიას“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო თამაში გაუქმდა.

„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელები აღშფოთდნენ: გუნდმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, აეღო პოტენციურად მარტივი სამი ქულა („სევილია“ მაშინ ძალიან ცუდი იყო).

დღეს გუნდები ისევ წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე და „ატლეტიკომ“ მაინც მოიგო.

46-ე წუთზე შესვენებისთანავე, კოკემ ბრწყინვალედ ჩაუგდო მარჯვნიდან ბურთი მარკოს ლორენტეს, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ალვარო მორატას აწვდიდა, მაგრამ სევილიელმა სერხიო რამოსმა მოახერხა გადაცემის ჩაჭრა, თუმცა ბურთი პირდაპირ ლორენტეს გაარტყა, რომელმაც სფერო შორეულ კუთხეში გაგზავნა.

მერე, 70-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელი ჩაგლარ სეიუნჯიუ გააძევა და სიმეონეს ბიჭებს ამოცანა გაურთულდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ დროისთვის, ესპანეთის პრიმერაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ 38 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზეა (თუმცა ამდენივექულიან „ბარსელონას“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით უსწრებს). 16-ქუილანი „სევილია“ კი მეთხუტმეტეზეა.

0.125357