ფეხბურთი

17:49 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ფროზინონე" დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ ითამაშა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ სტუმრად „ფროზინონე“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, გიორგი კვერნაძეს კი სათამაშო დრო მიეცა.

ტურინელები მე-12 წუთზე ულამაზესი გოლით ქენან ილდიზმა დააწინაურა. 18 წლის თურქი პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და დიდებული გოლიც შეაგდო. ილდიზი "იუვეს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა სერია A-ში (18 წლის და 223 დღის). მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ ქულა მაინც ვერ მოიპოვეს, რადგან 81-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვერნაძე მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. ეს მისი მეშვიდე მატჩია სეზონში, კონკრეტულად სერია A-ში კი მეოთხე.

„იუვენტუსი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 დეკემბერს, „რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „ფროზინონე“ 19 ქულით მე-14 პოზიციაზეა და 29 დეკემბერს, რომში, „ლაციოს“ ესტუმრება.

„ფროზინონე“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ილდიზი (12), 1:1 ბაესი (51), 1:2 ვლაჰოვიჩი (81)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.183723