ფეხბურთი

16:34 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან შეიძლება რამდენიმე წლით მოკვეთონ

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგიდან შესაძლოა მოკვეთონ. გერმანული გაზეთი Welt am Sonntag იტყობინება, რომ ესპანურ კლუბს სერიოზული ფინანსური დარღვევები აქვს, რის გამოც უეფასგან დისკვალიფიკაცია ემუქრება.

საუბარია 2024-2025 წლების სეზონიდან დისკვალიფიკაციაზე, რომელიც შესაძლოა 2-3-წლიანი გამოდგეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშებს, სანქცია ძალაში შეიძლება მომდევნო სეზონიდან შევიდეს, ცხადია, კლუბს თუ ბრალეულობა დაუდასტურდება.

„ბარსელონაზე“ შესაძლო სანქციები უმალვე დაუკავშირეს სუპერლიგას. მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბი ამ პროექტის მხარდამჭერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115647