ფეხბურთი

0:49 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ჰილალის" ზედიზედ მე-19 მოგება და 13-ქულიანი უპირატესობა საუდის არაბეთის ლიგაში

საუდის არაბეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის წინ არაერთი ვარსკვლავი წავიდა და ბევრი გუნდიც საგრძნობლად გაძლიერდა, მაგრამ „ალ-ჰილალი“ ჩემპიონობისკენ ძალიან სწრაფად მიიწევს.

ცხადია, „ალ-ჰილალიც“ მაგრად გაძლიერდა, მაგრამ ასეთი დომინანტური სეზონი მაინც არ იყო მოსალოდნელი. ჟორჟე ჟეზუშის გუნდმა მე-18 ტურში „აბჰა“ 7:0 გაანადგურა.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითოჯერ თავი ალექსანდრ მიტროვიჩმა, სალემ ალ დავსარიმ, მოჰამედ კანომ და რუბენ ნევეშმა გამოიჩინეს. „ალ-ჰილალმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო, ბოლოს 21 სექტემბერს, „დამაკი“ ვერ დაამარცხა (1:1).

„ალ-ჰილალი“ 18 ტურის შემდეგ 50 ქულით პირველ ადგილზეა (16 მოგება, 2 ფრე) და უახლოეს მდევარ, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრს“ 13 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118414