ფეხბურთი

12:39 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლიონელ მესი დაასახელეს

მაიამის „ინტერის" თავდამსხმელი ლიონელ მესი არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს - წერს ტვიტერზე Golden Olympia.

ლეოსთვის ეს აღიარება მეოთხე გახლდათ. არცერთ სპორტსმენს მასზე მეტჯერ არ მოუგია ეს ჯილდო. ამავდროულად, საუკეთესო სპორტსმენი ქალი მორბენალი ბელენ კაზეტა გახდა, 2023 წლის პანამერიკულ თამაშებზე მან 3 ათას მეტრ დისტანციაზე წინააღმდეგობების გადალახვით, 9 წუთი 39,47 წამი დააფიქსირა და დაამყარა სამხრეთ ამერიკის რეკორდი.

წლეულს მესიმ ფრანგულ პსჟ-სთან ერთად მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი, ფეხბურთელმა ასევე პირველი თასი მოუტანა მაიამის „ინტერს“ კლუბს (ლიგის თასი), ოქტომბერში კი ლეო გახდა „ოქროს ბურთის“ ბურთის რვაგზის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11669