ფეხბურთი

23:50 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ლა ლიგის აუტსაიდერი "ალმერია" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ ღრმა აუტსაიდერი და ბოლოადგილოსანი „ალმერია“ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ჩავის გუნდი 33-ე წუთზე რაფინიამ დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს ლეო ბაპტიშტაომ უპასუხა. მე-60 წუთზე სერხი რობერტომ მეორედ დააწინაურა „ბარსა“, მაგრამ მალევე გონსალესმა კიდევ გაათანაბრა.

კატალონიელებმა მაინც მოიგეს, რადგან თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სერხი რობერტომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბარსელონას“ 18 ტურში 38 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერ „ჟირონას“ კი 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს სტუმრად „ლას პალმასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103378