ფეხბურთი

12:24 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას ევრო 2024-ზე გეგმავს

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს.

როგორც ჟურნალისტი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში წერს, 33 წლის გერმანელი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

მანამდე გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კროოსის დაბრუნება არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ კროოსმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ 2021 წლის ზაფხულში განაცხადა. მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისთან (0:2) დამარცხდა. კროოსის დებიუტი ბუნდესტიმში 2010 წელს შედგა. ამ პერიოდში მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 106 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 16 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114881