ფეხბურთი

11:48 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: „ატლეტიკო“ მხოლოდ გრიზმანის ნიჭზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“

„ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მადრიდელები თავიანთ მატჩებში არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ნიჭსა და პროფესიულ თვისებებს.

„ვფიქრობ, დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ანტუან გრიზმანის ნიჭზე. ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთი მოთამაშის სახელზე მეტია. არჩევანი უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გრიზმანი მოედანზე“, - ციტირებს Marca სიმეონეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 14 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. გრიზმანის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1131