ფეხბურთი

1:59 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჟირონამ" ისევ მოიგო და ლიდერის პოზიცია დაიბრუნა

როგორც ჩანს, „ჟირონა“ გაჩერებას არ აპირებს. ლა ლიგის მე-17 ტურში მიჩელის გუნდმა შინ „ალავესი“ ადვილად, 3:0 დაამარცხა.

არტიომ დოვბიკმა დუბლი შეასრულა, მის გოლებს შორის კი თავის გამოჩენა პორტუმაც მოახერხა. შედეგად, კატალონიურმა გუნდმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.

ლა ლიგას 17 ტურის შემდეგ 44 ქულით „ჟირონა“ ლიდერობს, რომელმაც ამ სეზონში 14 მატჩი მოიგო, მხოლოდ ერთხელ წააგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა. მისი უახლოესი მდევარი „რეალია“ 42 ქულით, ხოლო „ბარსელონა“ დუეტს უკვე ჩამორჩა, რადგან მხოლოდ 35 ქულა აქვს. „ჟირონა“ მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111149