ფეხბურთი

0:22 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" და "ლევერკუზენის" იოლი გამარჯვებები

გერმანიის ბუნდესლიგაში „ლევერკუზენის“ დაუმარცხებელი სერია გრძელდება. ზედიზედ ორი ფრის შემდეგ ჩაბი ალონსოს გუნდმა ჩვეულ სტილში იმარჯვა.

„ფარმაცევტებმა“ შინ ფრანკფურტის „აინტრახტი“, რომელმაც წინა ტურში „ბაიერნი“ 5:1 გაანადგურა, უპრობლემოდ, 3:0 დაამარცხა. შედეგად, „ლევერკუზენს“ 39 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

„ბაიერნი“ 4 ქულით უსწრებს „ბაიერნს“, რომელმაც დღეს, სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა „შტუტგარტი“ ძალიან იოლად, 3:0 დაამარცხა. ტომას ტუხელის გუნდმა ფრანკფურტში შერცხვენის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა. „ბაიერნი“ „ლევერკუზენს“ 4 ქულით კი ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, შესაბამისად, პოტენციურად სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა და აშკარაა, რომ ჩემპიონობისთვის ეს გუნდები იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116235