ფეხბურთი

1:21 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში პოზნანის „ლეხი“ სტუმრად „რადომიაკს“ დაუზავდა, ნიკა კვეკვესკირმა კი გოლი გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი 30-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა, რითაც ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე პოზნანელებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს, მაგრამ ბოლო 10 წუთში ორი გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ. ქართველი ფეხბურთელი 2:0-ზე, 67-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ მეცხრე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

„ლეხი“ 19 ტურის შემდეგ 33 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 თებერვალს, „ზაგლებიეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122427