ფეხბურთი

0:47 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "ჩემპიონები ასეთ გოლს რომ ქმნიან, უბრალოდ საჭიროა ხელი ჩამოართვა და მიულოცო"

„კალიარის“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ (1:2) კომენტარი გააკეთა. მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თავისი ფეხბურთელები შეაქო:

„არცერთ ჩემს ფეხბურთელზე არ შემიძლია მეორე გოლის დაბრალება, რადგან მათ შესანიშნავი თამაში ჩაატარეს. მატჩი გადაწყვიტა ისეთი ჩემპიონის მოქმედებამ, როგორიც ოსიმენია, რომელმაც კვარაცხელიას საოცარი პასი გაუკეთა. როდესაც ჩემპიონები ასეთ რაღაცას იგონებენ, მხოლოდ ხელი უნდა ჩამოართვა და მიულოცო. დასანანია, რომ ორივე გოლი ჩვენს საუკეთესო მომენტში გავუშვით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ფრე დავიმსახურეთ, მაგრამ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა, სერია A-ში მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 23 დეკემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს. თუმცა იქამდე 19 დეკემბერს, იტალიის თასზე "ფროზინონეს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „აძურიმ“ სერია A-ში საკუთარ მოედანზე 27 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112573