ფეხბურთი

19:21 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი მეკარე: "კვარაცხელიას ფორმაში დაბრუნება მაძარის ერთ-ერთი მიზანია"

ვეტერანმა მეკარემ, ჯენარო იეცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვალტერ მაძარი ქართველ ფეხბურთელს ენდობა, რაც შორიდანაც შესამჩნევია.

„კვარას ძველ ფორმაში დაბრუნება მაძარის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს. ქართველს მწვრთნელის ნდობა აქვს და ეს ჩანს. ზოგჯერ დრიბლინგებში ზედმეტად ჯიუტი ხდება, სულაც არ არის საჭირო დაჟინებით გოლის გატანის მცდელობა, თორემ მერე გათავისუფლება უფრო რთული იქნება“, - თქვა იეცომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076902