ფეხბურთი

15:44 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბური "ალ-ჯაზირადანაც" გაათავისუფლეს

ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის ფრანკ დე ბურის სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად მიმდინარეობს.

ის ამჯერად ემირატების საფეხბურთო კლუბის, „ალ-ჯაზირას“ მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. დე ბურმა გუნდს მხოლოდ 14 შეხვედრაში უხელმძღვანელა, მაგრამ "ალ-ვეჰდასთან“ მარცხის (2:4) მერე კარისკენ მიუთითეს.

„ალ-ჯაზირამ“ მიმდინარე სეზონში 10 ტურში მხოლოდ 14 ქულა მოიპოვა. დე ბური მანამდე „აიაქსს“, „ინტერს“, „კრისტალ პალასს“, „ატლანტა იუნაიტედს“ და ნიდერლანდების ნაკრებს ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123357