ფეხბურთი

1:08 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: "კვარაცხელიას მსგავსი შემთხვევა მეც მქონია, მას ფანების მხარდაჭერა სჭირდება"

კანადური „ტორონტოს“ ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ იტალიურ მედიასთან ისაუბრა, სადაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

მან თქვა, რომ კვარას რთული პერიოდი სამწუხაროა, მაგრამ ახლა ქართველ ფეხბურთელს გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება.

„ვწუხვარ, რადგან ასეთი პერიოდი მეც მქონია. კვარას სიმშვიდე არ უნდა დაურღვიონ, რადგან ის „ნაპოლის“ მთავარი ძალაა. ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია და მასთან ახლოს უნდა ვიყოთ. მეც მქონია შემთხვევა, როცა ვერ გავიტანე გოლი და თამაში წავაგეთ, მაგრამ მჯერა, გულშემატკივრები მასთან ახლოს იქნებიან. გასულ სეზონში ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა საოცარი რამ გააკეთეს გუნდისთვის, ქალაქისთვის, ამიტომ ახლა მათ მხარი უნდა დაუჭირონ“, - თქვა ინსინიემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114442