ფეხბურთი

19:57 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

„თელავმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. გეორგიოს კოსტისის გუნდმა პლეი-აუტში „სპაერს“ იოლად აჯობა.

ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, თელავში კი მასპინძლებმა სირთულეების გარეშე იმარჯვეს - 4:0. თანაც, ეს ანგარიში 53-ე წუთისთვის იყო დაფიქსირებული.

პირველ ტაიმში იმედა აშორტიამ, ირაკლი რუხაძემ და გიორგი ქანთარიამ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში აშორტიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „თელავი“ მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგაში გაატარებს, ისევე, როგორც „სამტრედია“, რომელმაც მანამდე პლეი-აუტში „გარეჯის“ დამარცხება შეძლო.

„თელავი“ – „სპაერი“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 აშორტია (15, პენ), 2:0 რუხაძე (21), 3:0 ქანთარია (28), 4:0 აშორტია (53)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139757