ფეხბურთი

1:49 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ „უდინეზე“ იოლად დაამარცხა

იტალიური სერია A-ს შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში ლიდერმა „ინტერმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ანგარიში 37-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ჰაქან ჩალხანოღლუმ გახსნა. ტაიმის ბოლოს, ორწუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ჯერ ფედერიკო დიმარკომ (42-ე წთ), შემდეგ მარკუს ტიურამმა (44-ე წთ). საბოლოო წერტილი კი 84-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დასვა.

„ინტერმა“ 38 ქულა მოაგროვა, ორი პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „იუვენტუსს“ და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მეხუთე პოზიციაზე დგას და უკვე 14 ქულით ჩამორჩება ლიდერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131218