ფეხბურთი

10:48 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პელეს „სანტოსი" ისტორიაში პირველად დაქვეითდა ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში

დღეს, 7 დეკემბერს, „სანტოსმა“ ბრაზილიის სერია A-ს 38-ე ტურში შინ წააგო „ფორტალეზასთან“ (1:2) და ისტორიაში პირველად დაქვეითდა ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე (სერია B) დივიზიონში.

გამარჯვების გოლი „ფორტალეზამ“ 90+6-ე წუთზე გაიტანა. მოედნის ცენტრიდან დარტყმით თავი ხუან ლუსერომ გამოიჩინა.

38 ტურის შემდეგ „სანტოსმა“ 43 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა (ლიგა 20-გუნდიანია და ოთხი გუნდი პირდაპირ ვარდება). მე-16 ადგილზე გასულ „ბაიას“ 44 ქულა აქვს.

„სანტოსმა“ რვაჯერ მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი (1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1968, 2022, 2004). ასევე სამჯერ გაიმარჯვა კოპა ლიბერტადორესის გათამაშებაში (1962, 1963, 2011).

ლეგენდარული პელეს დროს „სანტოსმა“ ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. „სანტოსში“ დაიწყო კარიერა ნეიმარმაც.

მატჩის შემდეგ „სანტოსის“ გულშემატკივრებმა ქალაქ სანტუსში არეულობა მოაწყვეს, დაწვეს ავტომობილები და ავტობუსები.

თეგებისანტოსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113651