ფეხბურთი

13:16 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფილმი მსოფლიო ჩემპიონ არგენტინის ნაკრებზე

7 დეკემბრიდან არგენტინის ყველა კინოთეატრი დაიწყებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას არგენტინის ეროვნული ნაკრების გამარჯვების გზაზე ყატარში გამართულ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფილმს „მსოფლიო ჩემპიონები" ჰქვია.

„გაიცოცხლე უნიკალური მომენტები 2022 წლის მსოფლიო თასიდან და აღმოაჩინე მისი მთავარი გმირები, როგორებიც აქამდე არ გინახავს“, - წერია „ალბისელესტეს“ ოფიცილიალურ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გიუნდი დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 3:3 დასრულდა. იმ თამაშში „მამლების“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, ჰეთ-თრიკი შეასრულა.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დუბლი მიითვალა ლიონელ მესიმ, ერთი გოლი კი გარემარბმა ანხელ დი მარიამ გაიტანა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში არგენტინელი ფეხბურთელები უფრო ზუსტები გამოდგნენ და ანგარიშით 4:2 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117958