ფეხბურთი

11:00 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "არგენტინის ნაკრებში ასეთი პერიოდი არასდროს მქონია, დრო გვიჩვენებს, ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე"

ლიონელ მესი არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშოს. როგორც მან თქვა, არაფერს გამორიცხავს, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ არგენტინის ნაკრებში თამაშით სიამოვნება მიიღოს.

„არ ვფიქრობ მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც იმას ვამბობ, რომ 100%-ით არ ვითამაშებ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დრო გვიჩვენებს, ვითამაშებ თუ არა მომდევნო მუნდიალზე. მივედი იმ ასაკამდე, რომელშიც წესით, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვერ შევძლებ, სწორედ ამიტომ კატარის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ბოლო მუნდიალი იყო. ახლა კი, მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო არგენტინის ნაკრებში, რადგან მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ განსაკუთრებული პერიოდი გვაქვს.

არგენტინის ნაკრებში მსგავსი კარგი პერიოდი არასდროს მქონია, მინდა სიამოვნება მივიღო. მომწონს არგენტინაში დაბრუნება, გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, სიამოვნებას ვიღებ. ძალიან ერთიანი გუნდია, გვიყვარს ერთად ყოფნა და მინდა ამ მომენტით ვისარგებლო ისე, რომ არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდება ორ-სამ წელიწადში, რაც ფეხბურთში დიდი დროა“, - თქვა მესიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112225