ფეხბურთი

15:57 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ: "ჩავისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადავწყვიტეთ"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განაცხადა, რომ ჩავის კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი სპეციალისტის გარშემო ბოლო დროს გათავისუფლების ჭორები დაირხა, კლუბში მას ენდობიან.

"ჩავისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადავწყვიტეთ, რადგან მას ვენდობით. ეჭვგარეშეა. ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ რაღაცებს, „ბარსას“ გარშემო ყოველთვის არის ჭორები, როცა კარგად არ ვთამაშობთ“, - თქვა დეკუმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონას“ ლა ლიგა მოაგებინა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12104