ფეხბურთი

16:59 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: "კვარაცხელიას არ ვიცნობდი, ის ნამდვილი ჩემპიონია"

„ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ხვიჩა ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც სოციალურ ქსელში მესიჯებს უგზავნის და აქებს.

„უნდა ვაღიარო, რომ კვარაცხელიას არ ვიცნობდი. ის ძლიერი ფეხბურთელი და ნამდვილი ჩემპიონია. სოციალურ ქსელში ხშირად კომპლიმენტებს ვეუბნები“, - თქვა ინსინიემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის ზაფხულში სწორედ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108349