ფეხბურთი

20:10 | 27.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი" ეროვნულ ლიგა 2-ში გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ლაშა კოხრეიძის და დავით მეგრელიშვილის თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით დავით კვირკველიას გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.

„კოლხეთი“ 76 ქულით გალიდერდა, მაგრამ „გარეჯს“ მხოლოდ ქულით უსწრებს, რომელსაც ამ ტურში „ვიტ ჯორჯოასთან“ აქვს სათამაშო.

ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა, როდესაც 2 დეკემბერს, სწორედ „გარეჯი“ და „კოლხეთი“ ერთმანეთს შეხვდებიან.

მოგეხსენებათ, ეროვნულ ლიგაში პირველადგილოსანი გადავა, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მერვე-მეცხრეადგილოსნებთან ითამაშებენ.

„კოლხეთი“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოხრეიძე (22), 2:0 მეგრელიშვილი (71)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121991