ფეხბურთი

10:28 | 27.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "ნელ-ნელ უკეთ ვარ, ტკივილი აღარ მაწუხებს"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა, რომ ნელ-ნელა უკეთ არის და ტკივილების გარეშე ვარჯიშს ახერხებს.

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ვვარჯიშობ ნაწილობრივ გუნდთან ერთად, ნაწილობრივ ინდივიდუალურად. ტკივილების გარეშე ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, რომ მალე ისევ ვითამაშებ“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115453