ფეხბურთი

21:25 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსახური „ვალენსია“ – „სელტა“

„ვალენსიამ“ ესპანური პრიმერას მე-14 ტურში „სელტას“ უმასპინძლა და „მესტალიაზე“ ალბათ სეზონის ერთ-ერთი უსახური მატჩი ჩაატარა. ორი ტაიმის განმავლობაში ფაქტობრივად სახიფათო მომენტი არ შექმნილა. საბოლოოდ ლოგიკური - 0:0.

ერთადერთი კარში დარტყმა 81-ე წუთზე განხორციელდა, როცა სტუმართა კაპიტანმა, იაგო ასპასმა ახლოდან სცადა გატანა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა იყოჩაღა და საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. სხვა შემთხვევებში ქართველ მეკარეს სამუშაო არ ჰქონია.

ახლა „ვალენსიას“ 19 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-9 ადგილზეა. 8-ქულიანი „სელტა“ კი მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136773