ფეხბურთი

17:12 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა ყველაზე სწრაფად გაიტანა პრემიერლიგის 50 გოლი

ამ წუთებში ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩი მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ ხვდებიან. 27-ე წუთზე „სიტის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა ნათან აკეს პასით ანგარიში გახსნა. ეს მისი 50-ე გოლი გახლდათ ინგლისის ჩემპიონატში. ამდენი ბურთი მან 48 მატჩში გაიტანა. ეს პრემიერლიგის ახალი რეკორდია - იტყობინება Squawka.

თამაში მანჩესტერში, „ეტიჰად სთედიუმზე“ მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი მსაჯია კრის კავანაგი ლანკაშირიდან.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:0-ია „ქალაქელების“ სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098913