კალათბურთი

2:09 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 6 ქულა და "ორლანდოს" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება NBA-ში

„ორლანდო მეჯიქი“ შესანიშნავ ფორმაშია და NBA-ში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო. გოგა ბითაძის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსს“ 113:96 აჯობა.

„ორლანდომ“ პირველი პერიოდი 11 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობას დაეუფლა და მთლიანობაში პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.

გოგა ბითაძემ 18:42 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანის ჩაგდება მოახერხა, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

„ორლანდოში“ მორიც ვაგნერი გამოირჩა 27 ქულით და 3 მოხსნით. ასევე შესანიშნავად ითამაშა პაოლო ბანკერომ, რომელმაც 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო „ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმმა 26 ქულით და 5 მოხსნით ულიდერა.

„ორლანდო მეჯიქი“ 11 მოგებით და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, შინ „შარლოტთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120747