კალათბურთი

16:55 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს მე-8 ტურის სიმბოლურ ხუთეულში

„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს, სერია A-ს მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბოლო ტურში „ბრეშასთან“ გაიბრწყინა, რომლის წინააღმდეგ 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ოქტომბერში, როგორც სერია A-ში, ისე ევროლიგაში თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119068