ფეხბურთი

15:20 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის პოტენციური მასპინძელი საქართველოა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2024-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლუქსემბურგს თუ დაამარცხებს, ფინალშიც თბილისში ითამაშებს. შესაბამისად, C ლიგის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი საქართველოსა და ლუქსემბურგს წყვილში გამარჯვებული იქნება.

გარდა იმისა, რომ სამივე ლიგის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი გახდა ცნობილი, ასევე წილისყრით A და B ლიგებში ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ.

C ლიგის პლეი-ოფი

საქართველო - ლუქსემბურგი (21 მარტი)

საბერძნეთი - ყაზახეთი (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი, მასპინძელი: საქართველო/ლუქსემბურგი)

A ლიგის პლეი-ოფი

პოლონეთი - ესტონეთი (21 მარტი)

უელსი - ფინეთი (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი, მასპინძელი: უელსი/ფინეთი)

B ლიგის პლეი-ოფი

ისრაელი - ისლანდია (21 მარტი)

ბოსნია - უკრაინა (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი, მასპინძელი: ბოსნია/უკრაინა)

ევრო 2024-ის საგზური უკვე მოპოვებული აქვს გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, ინგლისს, დანიას, თურქეთს, უნგრეთს, ავსტრიას, ალბანეთს, რუმინეთს, შვეიცარიას, შოტლანდიას, სლოვაკეთს, ნიდერლანდებს, სერბეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, იტალიასა და ხორვატიას.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი-ოფიც ითამაშა, სადაც ორივე მატჩის შინ ჩატარება მოუწია: ნახევარფინალი ბელარუსთან მოიგო, მაგრამ ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100802