კალათბურთი

15:01 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენმა ესპანურ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თად მაკფადენი, რომელმაც „მურსია“ დატოვა, კარიერას „სარაგოსაში“ გააგრძელებს.

ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მაკფადენი 2021 წლიდან თამაშობდა „მურსიაში“, „მანამდე „ბურგოსის“, „ჟოვენტუტის“, „ტენერიფეს“, „აპოელის“ და აეკ-ის წევრი იყო, ხოლო საქართველოს ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

თად მაკფადენი „მურსიაში“ საშუალოდ 5 ქულას, 0.7 მოხსნას და 0.6 პასს აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112478