ფეხბურთი

20:27 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა "ბარსელონას" გავის ტრავმის გამო 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გავის სერიოზული ტრავმის გამო აღშფოთებულია, ფიფა კი კლუბს კომპენსაციას გადაუხდის.

ფიფას რეგლამენტის თანახმად, ნაკრებში სერიოზულად დაშავებული ფეხბურთელის სანაცვლოდ 7.5 მილიონი ევროა კომპენსაციის სახით განსაზღვრული, შესაბამისად, კატალონიელები აღნიშნულ თანხას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ გავიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 9 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114301