ფეხბურთი

11:00 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024 ჰოლანდის გარეშე: ნორვეგიამ პლეი-ოფის შანსიც დაკარგა

ევრო 2024 ერლინგ ჰოლანდის გარეშე ჩაივლის. ნორვეგიის ნაკრებმა ერთი თვის წინ შესარჩევი ეტაპიდან გასვლის შანსი დაკარგა, ამჯერად კი ერთა ლიგის გზით, პლეი-ოფში მოხვედრის შანსიც აღარ აქვს.

ნორვეგია B ლიგაში იყო, საიდანაც პლეი-ოფში ვეღარ მოხვდება. შედეგად, ნორვეგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის არავითარი შანსი აღარ აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ნორვეგიამ ბოლოს დიდ ფორუმზე 2000 წელს იასპარეზა, როცა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113243