ფეხბურთი

14:50 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ჟორჟინიო რჩება იტალიის ნაკრების პენალტისტად"

ჟორჟინიომ იტალიის ნაკრებში ზედიზედ მეოთხე პენალტი ვერ გაიტანა. წინა ორი შვეიცარიასთან, რაც „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენად დაუჯდა, რადგან მას ერთ-ერთი მაინც რომ გაეტანა, იტალია მუნდიალზე გავიდოდა. მანამდე, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისთან, რაც იტალიელებს კინაღამ წაგების ფასად დაუჯდათ...

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ თერთმეტმეტრიანი თუ დაინიშნებოდა, ჟორჟინიო დაარტყამდა და ასეც მოხდა. თუმცა, იტალო-ბრაზილიელმა ისევ ვერ გაიტანა... რა თქმა უნდა, ამას გულშემატკივართა გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა, სპალეტიმ მატჩის მერე თქვა, რომ ჟორჟინიო რჩება იტალიის ნაკრების პენალტისტად:

„ჟორჟინიო უნდა შევაქო, უბრალოდ მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა და კუთხე გამოიცნო. ჟორჟინიო რჩება იტალიის ნაკრებში პენალტის განსაკუთრებულ შემსრულებლად“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 5:2 მოიგო და ბოლო ტურში უკრაინასთან ქულას მაინც თუ მოიპოვებს, ევროპის ჩემპიონატზე გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115816