კალათბურთი

23:39 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-ს მე-4 მარცხი ფიბა ევროპის თასზე

თსუ-მ ფიბა ევროპის თასზე მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და სტუმრად, კვიპროსულ „კერავნოსთან“ 79:84 დამარცხდა.

ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ტურნირზე მეორე გამარჯვება ვერ მოიპოვა. თბილისელებმა პირველი სამი პერიოდი წააგეს, რის გამოც გადამწყვეტი მეოთხედის წინ მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩებოდნენ.

დასკვნით ათწუთეულში თსუ-მ გაიბრძოლა, ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო, თუმცა საბოლოოდ, 5 ქულის სხვაობით მაინც წააგო.

საუკეთესო კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 38 წუთში 28 ქულა შესძინა თავის გუნდს, მაგრამ მისი გარჯა დაუფასებელი დარჩა. ნიკოლა ვუიოვიჩმა 15 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ცინცაძის აქტივში 13 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი იყო.

თსუ ჯგუფში 1 მოგებით და 4 წაგებით მესამე-მეოთხე ადგილებს „კერავნოსთან“ ერთად იყოფს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი 22 ნოემბერს, იტალიურ „ვარეზეს“ უმასპინძლებს.

„კერავნოსი“ – თსუ 84:79 (28:21, 18:17, 22:18, 16:23)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112094