ფეხბურთი

21:06 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ფანებთან ასეთ დამშვიდობებას ვერ წარმოვიდგენდი"

რუდი გარსია სოციალური ქსელით „ნაპოლის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა. მან იტალიურ კლუბს წარმატებები უსურვა.

„ნეაპოლელ გულშემატკივრებთან, რომლებიც პირველივე დღიდან მხარს მიჭერდნენ, ასე დამშვიდობება ვერ წარმომედგინა. ჩემი გულწრფელი მადლობა მათ, ფეხბურთელებს და გუნდთან დაახლოებულ ადამიანებს. წარმატებებს ვუსურვებ მათ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე“, - დაწერა გარსიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ გასული ზაფხულიდან ავარჯიშებდა. იტალიური გუნდი სერია A-ში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112153