ფეხბურთი

18:55 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სორიანო: „ჰოლანდი „რეალში“ არ გადავა“

„მანჩესტერ სიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ფერან სორიანო, ნორვეგიელი შემტევის, ერლინგ ჰოლანდის მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა.

„ჰოლანდი ბედნიერია „მანჩესტერ სიტიში“. მან წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია და ვფიქრობ, ჩვენთან კიდევ მრავალ წელს ითამაშებს“, - ციტირებს სორიანოს სიტყვებს RAC 1.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ერლინგმა 12 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111131