ფეხბურთი

18:09 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა: „ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას პსჟ-სთან ერთად ვოცნებობდი, მაგრამ „ჩელსისთან“ ერთად მოვიგე“

„ჩელსის“ მცველმა ტიაგუ სილვამ პსჟ-ში თამაშზე ისაუბრა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნება, ისევე როგორც ნეიმარის, მარკინიოსის და ვერატისა, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. მარკინიოსს ჯერ კიდევ აქვს შანსი, დანარჩენებმა კი პარიზული კლუბი დავტოვეთ. ჩვენთვის იქ ყველაფერი დასრულდა.

პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგაზე გასამარჯვებლად დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. როდესაც „ჩელსიში“ მოვედი, ეს ზეწოლა მოვიშორე. ამიტომაც მოვიგე აქ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ისეთი პასუხისმგებლობა აღარ მქონდა, როგორც პსჟ-ში. თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობდი“, - ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს Le Parisian.

39 წლის ტიაგო სილვა არის 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსისთან“ ერთად, საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონი პსჟ-სთან ერთად.

2023/24 წლების პრემიერლიგაში ბრაზილიელმა 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103137