ფეხბურთი

14:52 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: „მორატა ჰოლანდისა და კეინის დონისაა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელი, ალვარო მორატა და ის „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდსა და მიუნხენის „ბაიერნის“ ბომბარდირ ჰარი კეინს შეადარა.

„დიახ, მორატა ერთ-ერთი საუკეთესოა გოლებითა და ზოგადად შედეგიანობით. მე მას შევადარებ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი არიან, ისინი დაახლოებით ერთი დონეზე თამაშობენ“, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 12 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109926