კალათბურთი

23:45 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფეს" აჯობა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ მარცხი განიცადა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბოლო პერიოდში „ბარსამ“ მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ, 94:83 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 18 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 4 მოგებით და 5 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 ნოემბერს „პალენსიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118678