ფეხბურთი

15:48 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი: "სუპერლიგა აუცილებელია, თორემ ფეხბურთი მოკვდება"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სუპერლიგის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და უეფა გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, თუ სუპერლიგა არ შეიქმნება, ფეხბურთი მოკვდება, რადგან უეფას სისტემა უფუნქციოა.

„ფეხბურთი უპრეცედენტო ინსტიტუციურ კრიზისშია. სიტუაცია ძალიან სერიოზულია, ამიტომ ან ახლა ვიმოქმედებთ, ან ფეხბურთი ვერ გადარჩება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ არიან მენეჯერები, რომლებიც გულშემატკივრებზე ფიქრის გარეშე მოქმედებენ. ევროპული ფეხბურთი არ ეკუთვნის უეფას პრეზიდენტს, არც ესპანური ფეხბურთი ეკუთვნის ლა ლიგას. სუპერლიგა ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. მიზანია ფეხბურთი უკეთესი გავხადოთ და კლუბებმა საკუთარი თავი თვითონ უნდა გააკონტროლონ. ასევე ვითხოვ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების მეტად დაცვას, რადგან ამჟამად ამ წესებს ზოგიერთი კლუბი პატივს არ სცემს.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი აბსურდული პროექტია. ეს მოდელი კიდე უფრო დააშორებს ჩვენი სპორტის გულშემატკივრებს ფეხბურთისგან, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ეს ახალი სისტემა არ ითვალისწინებს ფეხბურთელების და გულშემატკივრების საჭიროებებს, ის ბოლოს მოუღებს ევროპულ ფეხბურთს. უეფას არ აქვს თავისუფლების შეზღუდვის და ფეხბურთის მონოპოლიის უფლება“, - თქვა პერესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139129