ფეხბურთი

15:12 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მცველი: "კვარაცხელია გამაგიჟებელი ფეხბურთელია, სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ"

„ემპოლის“ მცველმა სებასტიანო ლუპერტომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

„კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, გიჟი ერთი-ერთზე: მოგვიწევს მისი თვისებები შევზღუდოთ, დავუპირისპირდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას სივრცეები არ მივცეთ“, - თქვა ლუპერტომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „ემპოლის“ მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098932