ესპანური „ვილიარეალიდან“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ დაითხოვეს. ამჯერად კარისკენ პაჩეტას მიუთითეს.
აღსანიშნავია, რომ ის ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს. მისი ხელმძღვანელობით „ვილიარეალმა“ ბოლო ორ თვეში 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 4 წააგო და 3-ჯერ ფრე ითამაშა.
პაჩეტამ ესპანური გუნდი მაშინ ჩაიბარდა, როდესაც კიკე სეტიენი გაათავისუფლეს, ხოლო ახლა დროებით მწვრთნელად გუნდის სპორტული დირექტორი მიგელ ანხელ ტენა იმუშავებს.