ფეხბურთი

17:43 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპა ლიგაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს.

კიტეიშვილი, რომელმაც აქილევსის მყესის გამო ბოლო სამი მატჩი გამოტოვა, გუნდს იტალიაში გაჰყვა, მაგრამ სათამაშოდ მზად არ არის და მოედანზე ვერ გავა. ჯერჯერობით, უცნობია, მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების მატჩებისთვის.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „შტურმის“ მატჩი 9 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117894