ფეხბურთი

10:54 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ცუდად ვითამაშეთ და ეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში გავაკეთეთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „შახტართან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა.

„ჩემპიონთა ლიგა მომთხოვნი ტურნირია, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშს მოითხოვს და ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ. ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ვგეგმავდით, არასწორად მივუდექით მატჩს. ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ და ეს ყველაფერი შეუფერებელ მომენტში გავაკეთეთ.

ახლა უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდგინოთ. მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და ამის გამო არ ვღელავ, ვენდობი ფეხბურთელებს, მთავარია „ალავესთან“ მატჩისთვის მზად ვიყოთ. „შახტარიდან“ სიკანი, ნევერტონი და სუდაკოვი მომეწონა, მაგრამ მთელი გუნდი დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „პორტუს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115613