კალათბურთი

1:27 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თსუ ფიბა ევროპის თასზე იტალიაში დამარცხდა

ფიბა ევროპის თასის მესამე ტურში თსუ სტუმრად იტალიურ „ვარეზეს“ დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უშანსოდ 83:109 დამარცხდა.

ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა წინა ორი მატჩი კარგად ჩაატარა, მაგრამ ამჯერად იტალიაში ვერაფერი გააწყო. პირველივე პერიოდში „ვარეზემ“ 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რითაც პრაქტიკულად იმთავითვე ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე პერიოდიც იტალიელებმა 17 ქულით მოიგეს და თამაშს ინტრიგა დაუკარგეს.

თსუ-მ მესამე მეოთხედში მოახერხა ჩამორჩენის შემცირება, რომელიც 14 ქულით მოიგო, თუმცა, ცხადია თამაშის მოსაგებად გაბრძოლება ძალიან დიდი ჩამორჩენის გამო ვერ შეძლო - 83:109.

თსუ-ში 19 ქულა დააგროვა კახა ჯინჭარაძემ, 17 ქულით გამოირჩა ნიკოლა ვუიოვიჩი, 14-14 ქულა ჰქონდათ გიორგი ტურძილაძეს და გიორგი ცინცაძეს, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 7 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. „ვარეზეში“ 20 ქულით ვინსენ შაჰიდი და 18 ქულით გეიბ ბრაუნი გამოირჩნენ.

ჯგუფს 3 მოგებით „გიოტინგენი“ ლიდერობს, 2 მოგება და 1 წაგება აქვს „ვარეზეს“, თსუ მესამეა (1 მოგება, 2 წაგება), ხოლო „კერავნოსი“ მოგების გარეშე ბოლო ადგილზეა. ქართული გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, შინ „გიოტინგენთან“ ჩაატარებს.

„ვარეზე“ - თსუ 109:83 (37:16, 34:17, 17:31, 21:19)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11118