ფეხბურთი

0:55 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

ამსტერდამის „აიაქსმა“ როგორც იქნა, მოიგო, პირველად აგვისტოს შემდეგ და 10-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

შესაბამისად, კარგი დებიუტი გამოუვიდა ჯონ ვან ტ’სხიპს. თუმცა, გიორგი მიქაუტაძისთვის ისევ არაფერი შეცვლილა, რადგან ახალმა მწვრთნელმაც ქართველ ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა არ მისცა. გიორგი თადარიგში დარჩა...

„აიაქსმა“ „ვოლენდამთან“ 2:0 მოიგო, სტივენ ბერგვაინისა და ჩუბა აკპომის გოლებით. ამსტერდამულმა გუნდმა ამ მოგებით 8 ქულა დააგროვა და არათუ ბოლო ადგილს, არამედ გასავარდნ ზონასაც დააღწია თავი და მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, „ჰერენვეენს“ შეხვდება.

„ვალენსიამ“ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში ქვედალიგელი „ლოგრონესი“ 2:0 დაამარცხა გადახალისებული შემადგენლობით, შედეგად 1/32-ფინალში გავიდა. „ღამურების“ რიგებში გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, რომელიც დაასვენეს და გუნდთან ერთად საერთოდ არ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121745