ფეხბურთი

1:40 | 2.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გერმანიის თასიდან მე-3 ლიგის გუნდმა გააგდო

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასს 1/16-ფინალურ ეტაპზე სენსაციურად, მე-3 ლიგის ბინადარ გუნდთან გამოეთიშა.

ტომას ტუხელის შეგირდებმა საბრძოლო შემადგენლობით „ზაარბრიუკენთან“ წაგება მოახერხეს... არადა, „რეკორდმაისტერი“ ტომას მიულერის გოლით იგებდა, თუმცა, ჯერ პირველი ტაიმის და მერე მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ორჯერ გაუშვა და ასპარეზობა დაასრულა.

ბოლო წლებში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბაიერნი“ გერმანიის თასს სუსტ მეტოქესთან ნაადრევ ეტაპზე ეთიშება.

მერვედფინალში გავიდა „დორტმუნდი“, რომელმაც „ჰოფენჰაიმს“ 1:0 აჯობა. „ლევერკუზენმა“ 5:2 მოუგო „ზანდჰაუზენს“, „აინტრახტმა“ „ვიქტორია კიოლნი“ დაჯაბნა - 2:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116628