ფეხბურთი

14:32 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ჩუამენი წლის ბოლომდე გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ ორელინ ჩუამენი წლის ბოლომდე გამოაკლდა. ფრანგმა ნახევარმცველმა „ბარსელონასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც იანვრამდე მოედანზე ვერ გავა.

ორელინ ჩუამენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

ფრანგი ბოლო დროს „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ წესით, „სამეფო კლუბს“ მისი შეცვლა არ გაუჭირდება ნახევარდაცვაში არსებული დიდი კონკურენციის გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120793