ფეხბურთი

14:52 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლის "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" კიდევ ერთი მენეჯერი მიჰყავს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომელიც ზაფხულში ტურინულ გრანდს „ნაპოლიდან“ შეუერთდა, იტალიურ გრანდში ჯუზეპე პომპილიოს წაყვანასაც აპირებს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, პომპილიოს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბს დატოვებს. ის მზადაა ივლისში „იუვენტუსს“ შეუერთდეს, სადაც მატეო ტონიოცის შეცვლის.

ტონიოცი „იუვეს“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა ტრანსფერებზე და კლუბი გუშინ დატოვა, რადგან „გრანადას“ მთავარ გუნდში სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზეს.

პომპილიო ჯუნტოლისთან ერთად არა მარტო „ნაპოლიში“, არამედ მანამდე „კარპიში“ მუშაობდა და კრისტიანოს მარჯვენა ხელი იყო ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიებაში.

ამრიგად, დიდი შანსია, ეს ტანდემი ამჯერად „იუვენტუსში“ ვიხილოთ, „ნაპოლისთვის“ კი ტრანსფერების სექტორში ის ცხადია დიდი დანაკლისი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113