ფეხბურთი

13:42 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცას" საინტერესო მიღწევა ლიგა 1-ში

„ნიცამ“ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ლიგა 1-ში ლიდერია. ფრანჩესკო ფარიოლის გუნდი საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა.

„ნიცა“ პირველი გუნდია 1984-1985 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ლიგა 1-ში საწყისი 10 ტური დაუმარცხებლად განვლო. ბოლოს მსგავსი შედეგი „ბორდოს“ ჰქონდა, რომელიც მაშინ საწყისი 12 ტურის განმავლობაში არ დამარცხდა.

„ნიცა“ ლიგა 1-ში 22 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მონაკოს“ კი 2 ქულით უსწრებს, მაგრამ მონეგასკებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

თეგებინიცალიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115772